საინფორმაციო კამპანიის „ეთნიკურ უმცირესობათა შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ შედეგების პრეზ

2021-04-13


2021 წლის 13 აპრილს, #USAID #PITA და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და #CCIIR და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, საინფორმაციო კამპანიის "ეთნიკურ უმცირესობათა შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებმა, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების 12 მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფლის სკოლისთვის ჩაატარეს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (823 ბენეფიციარს) მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული განათლების, ასევე, 1+4 საშეღავათო პოლიტიკის შესახებ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის (DRG) ოფისის დირექტორმა ადამ შმიდტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ.

მობილური ჯგუფის წევრებმა, 2020-2021 წლის მიღწეული შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ.