წარმატების ისტორია - ლადო ასამბაძე

2021-04-11


ლადო ასამბაძე ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ის USAID-ის პროგრამა PITA-ში (ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი) სტაჟირების პროცესის პარალელურად ჩაერთო. ლადოსთვის სტაჟირების პროგრამას წარმატებული შედეგი ჰქონდა და ის კომპანია “ლოიალტეში” ბუღალტერიის მიმართულებით დასაქმდა.

სტაჟირების პროცესი ლადოსთვის პრაქტიკული გამოცდილების კუთხით მნიშვნელოვანი იყო. როგორც ის აღნიშნავს, უნივერსიტეტში ძირითადად ბუღალტერიის მხრივ თეორიულ ცოდნას იღებს, თუმცა კომპანია “ლოიალტეში” დასაქმებამ მისი გამოცდილება პრაქტიკული კუთხითაც შეავსო. დასაქმების შემდგომ, ლადო კომპანიაში იგივე საქმიანობას ახორციელებს და მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად გაიღრმავოს საკუთარი ცოდნა არა მხოლოდ ბუღალტერიის, არამედ გაყიდვების მიმართულებითაც.

ლადო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებას. მისი აზრით, სტაჟირების პოპულარიზაცია საქართველოში მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და სამომავლოდ წარმატებულად დასაქმდნენ.