წარმატების ისტორია - ზურაბ ჯეგნარაძე

2021-04-09


ზურაბ ჯეგნარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტია. 2020 წლის ნოემბერში, USAID-ის პროგრამა PITA-ს ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში იმ მიზნით ჩაერთო, რომ ახალი შესაძლებლობები ეპოვა და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო განევითარებინა.
 
მოგვიანებით, ზურაბი PITA-ს ინიცირებულ სტაჟირების პროგრამის ხელშეწყობით, კერძო კომპანია “ლოიალტეში” დასაქმდა და კომპანიას ახალი კლიენტების მოძიებაში ეხმარებოდა. როგორც თავად აღნიშნავს, გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობა პანდემიის ფონზე დიდი გამოწვევა იყო, თუმცა მაინც მოახერხა და საქმეს წარმატებულად გაართვა თავი.

ზურაბისთვის სტაჟირების პროცესი წარმატებული აღმოჩნდა და დღეს ის უკვე კომპანია “ლოიალტეს” თანამშრომელია. ის აქტიურად უზიარებს თავის მეგობრებსა და პროგრამა PITA-ში ჩართულ ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას და შედეგად ცდილობს, მეტი ადამიანი დააინტერესოს სტაჟირების შესაძლებლობებით. ზურაბი სამომავლოდ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას ბიზნესის სფეროში გეგმავს და, მისი აზრით, სტაჟირება და შემდგომი დასაქმება ამ გზაზე წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება.