წარმატების ისტორია - ცოტნე ჯანაშია

2021-03-23


გაიცანით 21 წლის ცოტნე ჯანაშია თბილისიდან. ცოტნე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, ბიო-სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით. ცოტნეს ასევე გავლილი აქვს სპეციალური მომზადების ტრენინგები ბელგიასა და ესპანეთში და ფლობს ორი სამედიცინო აპარატის (აქედან ერთ-ერთი ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს) სერვის ინჟინერის სერტიფიკატს.

ცოტნე, USAID-ის #PITA-ას პროგრამის ფარგლებში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეა ილიას უნივერსიტეტში. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ცოტნემ, USAID-ის #PITA-ას პროგრამის „კერძო სექტორთან სტაჟირების პროგრამის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირება გაირა სამედიცინო ცენტრ „ციტოში“.

კერძო სექტორში სტაჟირების პროგრამა 2020 წლის სექტემბერში იქნა შემუშავებული USAID-ის #PITA-ას პროგრამის მიერ და მისი მიზანია, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება.