მაია მაღლაფერიძე - ავიცრათ ერთმანეთისთვის
„მე ვარ ექიმი - ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ვიცი, რა არის უახლოესი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას: თუ გიყვართ თქვენი შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, აიცერით. დაიცავით ახლობლები. ამაზე კარგს ამ მძიმე სიტუაციაში ვერაფერს გავუკეთებთ ერთმანეთს.” - მაია მაღლაფერიძე, წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს ოჯახის ექიმი.
ქალბატონი მაია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თანასოფლელებთან ერთად მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის შეხვედრას დაესწრო, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, სფეროს ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
კამპანიას საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ