ზაქირ აივაზოვი - ავიცრათ ერთმანეთისთვის

2021-11-05

 

„ვცდილობთ ვაქცინაციის პროცესს ხელი შევუწყოთ მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებით, მითების გავრცელებას დავუპირისპიროთ კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია და ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციის გავრცელებას. აცრა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად” - ზაქირ აივაზოვი, აღმამედლოს სათემო ცენტრის ხელმძღვანელი 

Ზაქირმა ორი წლის წინ მარნეულის სოფელ აღმამედლოში სათემო ცენტრი დააფუძნა, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება: 
„Პანდემიის დროს დაიგეგმა საქველმოქმედო აქციები, მოსახლეობას ვეხმარებოდით განცხადებების დაწერაში, რათა მათ მოეთხოვათ დახმარება სახელმწიფოსგან, ასევე მოსახლეობას სამინისტროებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში ვეხმარებოდით, რათა მათ ნაკლებად შეხებოდათ კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები” - ამბობს ზაქირ აივაზოვი 

ზაქირმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, გაეროს ასოციაციის საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და თანასოფლელებთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, სფეროს ექსპერტებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია.

კამპანიას საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ