სახალხო მოძრავი უნივერსიტეტი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს პასუხობს
უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სახალხო მოძრავმა უნივერსიტეტმა უკვე 10-მდე შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში.
შეხვედრები ჩატარდა: ქალაქ კასპში, ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, დაბა სურამში, ქალაქ მარნეულში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში, დაბა ჩაქვში და ქალაქ ხაშურში.
მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი აგრძელებს შეხვედრებს და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა კიდევ ბევრ ახალგაზრდას მიეცემა, რომელსაც ახლა ყველაზე მეტი კითხვა აწუხებს უკრაინაში და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებთან და ისტორიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით.
ლექციებს უძღვებიან მოძრავი უნივერსიტეტის ლექტორები:
- კონფლიქტოლოგი, პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი
- ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე
- ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი
- პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე
- ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი
შეხვედრების მიმდინარეობისას მსმენელებს (მოსწავლეებს, პედაგოგებს და სტუდენტებს) აქვთ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მიიღონ ამომწურავი პასუხები.