რუსკა ბუზიაშვილი - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-06-28

„ომის შვილი ვარ, დღემდე მახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბომბების ხმები და ცაზე გაჩენილი შავი კვამლი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნო იმ ადამიანების განვითარებაზე, რომლებიც ყოველდღიურად იმის შიშით იღვიძებენ რომ ე.წ საზღვრის მიღმა აღმოჩნდებიან. „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამამ კი სწორედ ამ ადამიანებთან მუშაობის შესაძლებლობა მომცა.“  - რუსკა ბუზიაშვილი, „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე. 

რუსკა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია.  

პროგრამა FID თითქმის სამი წელია მაძლევს საშუალებას განვვითარდე, ჩამოვყალიბდე, გავიზარდო პიროვნულად, ავიმაღლო ცნობიერება, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვა ადამიანებს და მათგან ვისწავლო ის რაც არ ვიცი. რეალურად, FID ჩემს ოჯახად იქცა, სადაც ყოველთვის სიხარულით მიმიწევს გული. FID პროგრამის ფარგლებში, საშუალება მომეცა მემუშავა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, ოჯახში ძალადობა და პრევენციის გზები, გენდერული თანასწორობა, ტოლერანტობა, გარემოს დაცვა და სხვა. თითოეულ თემას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში ამიტომ, FID ჩემთვის ძალიან დიდი ძალის მომცემი პროგრამა აღმოჩნდა, სწორედ FID ის ფარგლებში, მეგობრებთან ერთად, განვახორციელე პროექტი ,,თანასწორობა-შენი უფლებაა’’. 

„დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.