ქრისტი მახარაძე - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე
,,2020 წელს დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამართული ტრენინგ-კურსი საკმაოდ დიდი გამოცდილების მომცემი აღმოჩნდა არასრულწლოვანი მონაწილესთვის. სამწუხაროდ მსგავს საკითხებზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ სკოლიდან შეუძლებელია, შესაბამისად არაფორმალური განათლების პროგრამები დიდ როლს ასრულებენ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში.“ - ქრისტი მახარაძე, ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.
ქრისტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
2020 წლის დეკემბრიდან იგი დემოკრატიული ჩართულობის პროგრამაში აქტიურად ჩართული და გაიარა ბავშვთა უფლებების სწავლების ტრენინგ-კურსი, რომლის შემდეგ ორგანიზება გაუწია საინფორმაციო შეხვედრებს ახალგაზრდებისთვის.
,,ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა მომეცა მიღებული ცოდნა გამეზიარებინა. შესაბამისად გადავწყვიტე იმერეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის, პროპაგანდისა და მონიტორინგის საკითხებზე.“
,,ეს პროექტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვინაიდან და რადგანაც მოსწავლეთა და პედაგოთა უმრავლესობას მწირი ინფორმაცია ჰქონდა ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ.
FID პროგრამის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან კონსულტაციების შედეგად გამოცემული უფლებების კოდექსის გავრცელების შემდეგ, ექვსასამდე პირმა მიიღო კომპეტენტური ინფორმაცია ბავშვთა უფლებების კოდექსში გათვალისწინებული ძირითადი საკითხების შესახებ.“
,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.