მაია ხუციშვილი - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-09-20

„FID პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა დაგვეხმარა ჩვენი საქმიანობა ბორჯომის 4 სოფელში გაგვეფართოვებინა, სხვადასხვა ორგანიზაციებთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ახალმა გამოცდილებებმა და მიღებულმა პრაქტიკამ სტიმული მოგვცა, რომ საინიციატივო ჯგუფიდან არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი მიგვეღო. ამგვარად შევძელით ბორჯომელი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სიყვარულის გაღვივება და აღმოვაჩინეთ ძალიან აქტიური ახალგაზრდები.” - მაია ხუციშვილი ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.

 ჩემი ქალაქი, ბორჯომი, ხშირად მხოლოდ ტურისტულ ზონად აღიქმება. ყველას მოსწონს ლამაზი გარემო, მაღალი და მწვანე მთები, სიმშვიდე და უბრალოდ ბუნების სიმშვენიერე. Მეც ერთ-ერთი ბორჯომზე შეყვარებული ადამიანი ვარ, თუმცა ეს ქალაქი ჩემთვის მხოლოდ ტურისტული არაა. ყოველთვის მსურდა ბორჯომში ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო ადგილი, სადაც განვითარდებოდნენ, ერთმანეთს იდეებსა და საკუთარ შეხედულებებს გაუზიარებდნენ, ან უბრალოდ, ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენდნენ და სხვებსაც დაანახებდნენ. სწორედ, ამიტომ მეგობრებთან ერთად შევქმენი ,,ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრი”. თითოეული შეხვედრა, საჯარო ლექცია, პროექტი თუ აქტივობა, რომელიც ბორჯომელ ახალგაზრდებს, ჩემს თანაქალაქელებს სახეზე ღიმილს ჰგვრის ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა. ორგანიზაცია ჯერ სულ 5 თვისაა, მაგრამ მჯერა მალე გახდება უფრო დიდი და წარმატებული.

Სწორედ, ამ დიდი მიზნებისკენ ნაბიჯის გადადგმაში დამეხმარა ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა და გაეროს ასოციაცია. ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრი თავიდან რამდენიმე ბორჯომელი აქტიური ახალგაზრდის ოცნება და ენთუზიაზმით დაწყებული საქმე იყო. FID პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა დაგვეხმარა ჩვენი საქმიანობა ბორჯომის 4 სოფელში გაგვეფართოვებინა, სხვადასხვა ორგანიზაციებთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ახალმა გამოცდილებებმა და მიღებულმა პრაქტიკამ სტიმული მოგვცა, რომ საინიციატივო ჯგუფიდან არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი მიგვეღო. ამგვარად შევძელით ბორჯომელი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სიყვარულის გაღვივება და აღმოვაჩინეთ ძალიან აქტიური ახალგაზრდები. სწორედ, ისინი, ვისი დახმარებითაც მალე ყველა გაიცნობს ბორჯომს, როგორც აქტიური ახალგაზრდების სამშობლოს და არა მხოლოდ ულამაზეს ტურისტულ ქალაქს.

ENG – https://una.ge/archive?id=810