საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკომუნიკაციო კამპანიამ უკვე 5 სოფელი მოიცვა

2022-09-20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბურმა საკომუნიკაციო კამპანიამ უკვე 5 სოფელი და 160- მდე ადამიანი მოიცვა. 

შეხვედრები ჩატარდა: ხულდარაში, ალგეთში, აღმამედლოში, კასუმლოსა და ვახტანგისში.

Საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებითა, ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია იწყება. 

აღნიშნული პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, მათ შორის ურბანული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების, მაღალმთიან რეგიონების, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებეში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება.

ვრცლად პროექტის შესახებ