საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია გრძელდება

2022-10-12

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია გრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციის იმ საკითხების შესახებ რაც მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რათა სამედიცინო და სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად დაახლოვდეს ერთმანეთთან.” – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბურმა საკომუნიკაციო კამპანიამ უკვე 20 სოფელი და 600- მდე ადამიანი მოიცვა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. 

აღნიშნული პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, მათ შორის ურბანული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების, მაღალმთიან რეგიონების, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებეში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება.

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

ვრცლად პროექტის შესახებ