მარიამ დევიძე - LINKS პროექტის მონაწილე

2022-10-17

“თუ ასეთ შანს ხელიდან არ გაუშვებთ, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ისწავლით ამ პროექტით. არასდროს არ არის გვიანი გქონდეს სწავლის სურვილი, რადგან ეს ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია.” - მარიამ დევიძე, LINKS პროექტის კომპიუტერული უნარებისა და მეწარმეობის ტრენგისა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე.

ძალიან ბერვი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში “LINKS” პროექტში მონაწილეობის შემდეგ. დავსაქმდი, ბევრი ახალი ინტერესი შევიძინე და გამიჩნდა იმისი მოტივაცია, რომ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვიყო.  

ინგლისური ენის კურსები დამეხმარა არსებული ცოდნის გაღრმავებაში. “ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის” ტრენინგი გამომადგა CV-ის სწორად შედგენაში. ამასთანავე კომპიუტერის კურსებიდან შეძენილი ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მადგება.  

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ იდეალური ტრენერები იყვნენ თითოეულ კურსზე. მათგან შეძენილ ცოდნასა თუ გამოცდილებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოვიყენებ. ასევე რაც მნიშვნელოვანია, ამ ტრენინგების საშუალებით ბევრი თავისებურად საინტერესო ადამიანი გავიცანი.  

ჩემთვის ყველაზე გამორჩეული, საინტერესო და ბევრის მომცემი “ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის კურსი იყო. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებლია იმისა თუ რამდენად კარგი ტრენერი გვყავდა. 

თუ ასეთ შანს ხელიდან არ გაუშვებთ, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ისწავლით ამ პროექტით. არასდროს არ არის გვიანი გქონდეს სწავლის სურვილი, რადგან ეს  ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია.  

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანამშრომლობით ხორციელდება.