ვალი დემირჩალოვი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი

2022-11-03

„გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, რადგან სწორედ ის არის თქვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გარანტია” -  ვალი დემირჩალოვი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩი ხულდარაში (ქვემო ქართლი)  

Ვალი საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია, ასევე ის წარმოადგენეს არასამთავრობო ორგანიზაციას "ახალი აზროვნების ინსტიტუტი", რომელიც მიზნად ისახავს თემის გაძლიერებასა და პრობლემების აღმოფხვრას.  

Მან საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად გამართა შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, სადაც მოსახლეობამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მიიღო ინფორმაცია:  

„ჩატარებული შეხვედრების შედეგად სოფლის მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ, შეხვედრას ძირითადად შუა ხნისა და ხანდაზმული ადამიანები ესწრებოდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ უჭირთ ინფორმაციის მიღება ინტერნეტისა და სოციალური მედიის დახმარებით.” - ამბობს ვალი 

Ვალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან მიღებულ გამოცდილებასაც გვიზიარებს:  

„პროექტი გამორჩეული იყო თავისი შინაარსით და არჩეული თემის მნიშვნელოვნებით. განსაკუთრებით მომეწონა ძველი პანდემიას მაგალითების ანალიზი, გადაჭრის გზები და მისი ბოლო პანდემიასთან შედარება. ასევე ვაქცინების მუშაობის პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა. ეს ცოდნა დამეხმარება შემდგომში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულების ძლიერი, არგუმენტებით გამყარებულ დასაბუთებაში.” 

Ამ ყველაფერთან ერთად ვალი უკვე წლებია ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმიანობებს ეწევა სხვადასხვა მიმართულებით და მათ გაძლიერებაზე ზრუნავს:  

„უკვე ოთხი წელია აქტიურად ვარ ჩართული ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროექტების წერისა და განხორციელების პროცესში, ზოგ შემთხვევაში ორგანიზატორად, ზოგ შემთხვევაში კოორდინატორად და ზოგჯერ კიდე თარჯიმნად, რაც ძალიან მომწონს და მიხარია.” - ამბობს ვალი.  

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ,  ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.