„განათლება და ჰოლოკოსტი“ – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

2023-01-27

27 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გაეროს ასოციაციამ, საქართველოს სახალხო დამცველმა და მასთან  არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ებრაელ ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით სტუდენტებისთვის გამართა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საერთაშორისო დღის 2023 წლის თემაა „განათლება და ჰოლოკოსტი“.

შეხვედრა გაიხსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოში ისრაელის ელჩის, USAID-ის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის წარმომადგენლისა და ებრაელ ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის მისალმებებით.

შეხვედრაზე ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ მიმოიხილა ვიქტორ ფრანკლის წიგნი „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“

ღონისძიება გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია მხარდაჭერით“, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.