სუბსიდირების პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეული 11 მეწარმე

2023-02-08

საქართველოს გაეროს ასოციაციისთვის მეწარმეების ხელშეწყობა და მათი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში გაეროს ასოციაცია თანამშრომლობს Smeda • მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია-სთან.  

სუბსიდირების პირველ ეტაპზე  შერჩეულ 11 მეწარმეს სრულად დაუფინანსდა SMEDA-ს საბაზისო პაკეტი, რომელიც მათი განვითარებისთვისა და გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან სერვისებს მოიცავს. 

საბაზისო პაკეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია - https://bit.ly/3HCpYVa

„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.