მადონა ოქროპირიძე - ქალთა ისტორიის თვე

2023-03-15

საქართველოს გაეროს ასოციაცია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ზრუნავს საზოგადოების ინფორმირებაზე ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანიის ფარგლებში ჩვენ მთელი საქართველო მოვიცავით და ჩვენს ადგილობრივ ჯანმრთელობის ელჩებთან ერთად ათასობით ადამიანამდე მივიტანეთ სწორი ინფორმაცია.

სიუჟეტში გაიცნობთ მადონა ოქროპირიძეს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩია სოფელ კოდაში.

მადონა ცხინვალის რეგიონის სოფელ დისევიდანაა. იგი ამჟამად კოდას დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მადონა თვლის რომ ავადმყოფობის დრო არ აქვს, ვინაიდან არის დიდი ოჯახის დედა და ბებია, ასევე კოდას სათემო ცენტრის დირექტორი.

Საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საინფორმაციო კამპანია ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, ევროკავშირისა European Union in Georgia და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.