ქეთევან ქასრაული - ქალთა ისტორიის თვე
„ექიმობა არასდროს მნდომებია, თუმცა სულ მომწონდა სამედიცინო სფერო, მინდოდა კლინიკაში მუშაობა და პაციენტების დახმარება. თუმცა, LINKS-ის პროგრამის გამოჩენამდე ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია. ამჟამად ვმუშაობ კლინიკა „მედიქალ-ცენტრში“, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სამსახურით და ბედნიერი იმით, რასაც ვაკეთებ.” - ქეთევან ქასრაული, დასაქმებული LINKS ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.
ქეთევანი ქალაქ გორიდან არის, მან LINKS პროგრამის ფარგლებში გაიარა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით და ამჟამად პროგრამის მხარდაჭერით კლინიკა „მედიქალ-ცენტრში“ მუშაობს.
ქეთევანი LINKS პროგრამის მხარდაჭერამდე პერიოდს იხსენებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
„ყოველთვის ძალიან რთული იყო ჩემთვის ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც დამაინტერესებდა, განსაკუთრებით ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც გორია ძალიან რთულია ახალგაზრდისთვის სამსახურის მოძიება. უფრო შეიძლება ნახო მოკლევადიანი სამსახურები, სადაც სულ რამდენიმე კვირა ან თვე შეძლებ მუშაობას, თუმცა სტაბილური სამსახურის მოძიება ნამდვილად დიდი გამოწვევაა.
ჩემ შემთხვევაში, მე გამიმართლა რომ გავიგე და ჩავერთე LINKS-ის პროგრამაში, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს მე ვმუშაობ და მაქვს სტაბილური შემოსავალი.” - ამბობს ქეთევანი.