ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისა და საყოველთაობის ახალგაზრდული პროგრამა
საქართველოს გაეროს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის.
ამისთვის, ჩვენი ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისა და საყოველთაობის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე, სამედიცინო პროფილის მქონე სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებენ შეხვედრებს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისების შესახებ აწვდიან ინფორმაციას მოსახლეობას.
ადამიანები შეხვედრებისას აღნიშნავენ, რომ ინფორმაციული დეფიციტის გამო არ მიმართავენ პრევენციულ მედიცინას, ჩვენ კი ამ კამპანიით ფარგლებში ვცდილობთ ყველა მათ შეკითხვას ვუპასუხოთ და ეს დეფიციტი შევავსოთ.
ჩვენი პროგრამის მოხალისეების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH -თან თანამშრომლობით, საქართველოში კამპანიის წარმომადგენლის, დალი ტრაპაიძის მენტორობით, შევუერთდით ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას, რომლის მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და საფრთხეების პრევენცია.
კამპანია დავიწყეთ იმიტომ, რომ ახალგაზრდებისთვისაც მნიშვნელოვანია 3 წელიწადში ერთხელ მაინც წნევის გაზომვა, რადგან ისინი შეიძლება იყვნენ მაღალი წნევის მტარებლები, რაც ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა პრობლემას ქმნის" - ნიკალა კაკაბაძე, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისა და საყოველთაობის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე.
აკონტროლე და იმკურნალე.
ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისა და საყოველთაობის ახალგაზრდული პროგრამა ხორციელდება USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.