UNA@Tbilisi Open Air - სტარტაპების ლაინაფი

2023-06-19

იცოდით, რომ მეწარმეების გაძლიერება და მათი მხარდაჭერა საქართველოს გაეროს ასოციაციის  ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს?  

სწორედ ამიტომ, USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასთან (SMEDA).  

ერთობლივი ძალისხმევით, „სტარტა” ბიზნეს აქსელერატორისა და სუბსიდირების პროგრამის საშუალებით, ვუზრუნველოფთ სტარტაპების, მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერას. საბოლოოდ კი, ხელს ვუწყობთ ძლიერი და მდგრადი ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბებას მთელი საქართველოს მასშტაბით. 

23-25 ივნისს, UNA@Tbilisi Open Air -ზე SMEDA-სთან თანამშრომლობით, ჩვენს მხარდაჭერილ რამდენიმე სტარტაპსაც შეხვედებით: 

Cosmo
მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო „კოსმო“, რომელიც ცნობილია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. 

ამჟამად, კოსმო აწარმოებს 70-მდე დასახელების პროდუქტს. მათ შორისაა: ნატურალური ტყავის ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და ბაფთები, ნატურალური ხის ბეჭდები, გადამუშავებული ხის საყურეები, ბაფთები, ყელსაბამები, ჭიქის დასადგამები, ბროშები, სანიშნეები და ბეჭდები, დღიურები, სხვადასხვა მეტალის ყელსაბამი, საყურეი, სამაჯური, ბროში და სხვა აქსესუარები. 

IVIKO 

შემოგთავაზებთ ხისგან და ყვავილებისგან შექმნილ აქსესუარებს, როგორებიცაა: თმის სამაგრები, საკიდები, გულსაბნევები, სარკეები, ჩხირები, ჩანგლები და სავარცხლები. 

Lilith

„ლილიტი“ ქმნის ფერადი და შთამაგონებელი დიზაინების მქონე აქსესუარებს. 

 სტენდზე წარმოდგენილი იქნება ხის ფერადი გულსაბნევები, საყურეები, მისალოცი ბარათები და სამაჯურები.

"ლილიტის" მიზანია გოგოებს შთააგონოს თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის სიყვარული და შეახსენოს, რომ რასაც მოინდომებენ, შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ,. 

Handicraft
“ჰენდიკრაფტი” წარმოადგენს საბავშვო სათამაშოებისა და ტანსაცმელის ბრენდს, რომელიც დაარსდა 2018 წელს. 

მათ წარმოდგენილი ექნებათ საბავშვო განამავითარებელი წიგნები,წელის ჩანთები დიდებისა და პატარებისთვის, ნაქსოვი სათამაშოები, საბავშვო ცხოველების ვიზუალის ზურგჩანთები და ნაჭრის ჩანთები სხვდასხვა პრინტით. 

გელით UNa@tbilisi Open Air- ზე 23-25 ივნისს.