პანელური დისკუსია - ქალების სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მნიშვნელობა

2023-06-26

„ახალგაზრდები ქალთა უფლებებისთვის” კამპანიის შესახებ, რომელის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩვენს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები, სოფლებსა და დაბებში მოსახლეობასთან ატარებდნენ შეხვედრებს უკვე მოგიყვევით. 

ახლა კი გიწვევთ, კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამართულ, პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც ფეისბუქ ლაივის საშუალებით შეგიძლიათ შემოუერთდეთ 27 ივნისს, 12:40 საათზე. 

დისკუსია გაიმართება ქალების სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: 

ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი.

რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ეპისკოპოსი.

ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ოქტაი ქაზუმოვი, ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი 

მოდერატორი: თამთა ხუციშვილი, გაეროს ასოციაცია, პროგრამების მენეჯერი.

ფეისბუქლაივზე კომენტარების საშუალებით თქვენ შეგეძლებათ დაუსვათ კითხვები პანელის მონაწილეებს. 

ღონისძიებას ვახორციელებთ ,,ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში, რომელიც @european Union In georgia დაფინანსებულია. 

ღონისძიების პარტნიორია შვედეთის გაეროს ასოციაცია.