ᲠᲔᲚᲘᲒᲘᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ - 30 ᲬᲔᲚᲘ

2023-05-30

ანგარიშში მიმოხილული და გაანალიზებულია პოლიტიკისა და რელიგიის თავისუფლების რთული ურთიერთმიმართება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ასევე წარმოდგენილია სამართლებრივი ხასიათის რეფორმები, რომლებიც რელიგიის თავისუფლების დაცვასთანაა დაკავშირებული, მიმოხილულია რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულსა და ძალადობრივი ექსტრემიზმის გამოწვევაზე სახელმწიფოს პასუხი და მოქმედების ხასიათი სხვადასხვა წლებში. ცალკე თავი ეთმობა რელიგიური გაერთიანებების საკუთრებას, როგორც ერთ-ერთ საკვანძო საკითხს საქართველოში სისტემური დისკრიმინაციის არსებობის კუთხით. ცალკეა მიმოხილული რელიგიის თავისუფლების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით.

ანგარიშზე მუშაობდნენ ბექა მინდიაშვილი (პოლიტიკა და რელიგიის თავისუფლება), თათული თოდუა (სამართლებრივი რეფორმები და კანონმდებლობა, სახელმწიფოს რეაგირება რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლების საქმეებზე) და მარიამ ღავთაძე (რელიგიური გაერთიანებების საკუთრება და ქონება, რელიგიის გავლენა საჯარო განათლებაზე).

პუბლიკაცია მომზადდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, USAID-ის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.