წარმატების ისტორია - ლაშა კუტუბიძე და გიორგი ერისთავი
ანაზღაურებადი Სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს ეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
ამ ვიდეოში გაიცნობთ გიორგის და ლაშას გურიიდან, რომლებმაც საწარმოში სტაჟირების დასრულების შემდეგაც გააგრძელეს იქ მუშაობა.
ვიდეოში დამსაქმებელიც ყვება ბიჭების დაუღალავ შრომაზე და გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც სამუშაო პროცესს თან ახლავს.
Ძალიან გვეამაყება და გვიხარია, რომ საქართველოს გაეროს ასოციაცია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ზრუნავს ისეთი ახალგაზრდების განვითარებაზე, როგორებიც ლაშა და გიორგი არიან.
ვიდეო მომზადებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ,,ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის (LINKS)“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის European Union in Georgia დაფინანსებით ხორციელდება, ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation - თან ერთად.
გურიაში პროგრამის პარტნიორია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union".