გაეროს მოდელირების ეროვნულ ასამბლეა

2023-12-13

1995 წლიდან დღემდე არაერთ თაობას გამოუცდია საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული გაეროს მოდელირების დელეგატობა. 

2023 წლის გაეროს მოდელირების ეროვნულ ასამბლეაზე კი მონაწილეობა ჩვენი ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მიიღეს მთელი საქართველოდან. 
გაეროს მოდელირება აკადემიური როლური თამაშია, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ღირებულებების, ეფექტური კომუნიკაციის, გლობალიზაციისა და მრავალმხრივი დიპლომატიის გაცნობა. 
გაეროს მოდელირების გაეროს ასოციაციის მიერ შემუშავებული ფორმატი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეალური საქმიანობის ზუსტი სიმულაციაა, რაც ახალგაზრდა ელჩებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს პირადად გახდნენ იმგვარი პროცესების მონაწილე, როგორითაც ხდება სხვადასხვა გლობალური საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო დიპლომატიაში.

საქართველოს გაეროს ასოციაციის გაეროს მოდელირების ეროვნულ ასამბლეაზე მონაწილეები რეგიონალური მოდელირების საუკეთესო დელეგატებით დაკომპლექტდა. 
რეგიონებში გაეროს მოდელირებები, ადგილობრივი ტრენერების ჩართულობით ჩატარდა, ტრენერები ახალგაზრდული ცენტრებიდან 2-2 წევრისგან შედგებოდა, რომლებმაც ტრენერთა ტრენინგი გაიარეს და ანსამბლეაზე გაეროს მოდელირების სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსიც მიიღეს. 
გაეროს მოდელირების ეროვნულ ასაბლეაში 54 დელეგატი იღებდა მონაწილეობას, მთელი საქართველოდან, საიდანაც 9 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა: 

  • საუკეთესო დელეგატის ნომინაციაში 2 გამარჯვებული დასახელდა: ერაყის დელეგატი, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან, სანდრო სილაგაძე და ჩინეთის დელეგატი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრიდან, ნინო გუსეინოვა. 
  • საუკეთესო მოდებატის ტიტული კი, მექსიკის დელეგატმა, ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრიდან, სანდრო შეროზიამ და გერმანიის დელეგატმა ბათუმის ახალგაზრდული ცენტრიდან, ალექსანდრე ონიანმა მიიღეს.  
  • საუკეთესო დიპლომატის ნომინაციაში, ურუგვაის დელეგატი, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრიდან,  მარიამ კონცელიძე და ჩილეს დელეგატი, ახმეტის ახალგაზრდული ცენტრიდან, ანამარია მაყიშვილი დასახელდნენ.
  • საუკეთესო პოზიციის განაცხადი კი, სამხრეთ კორეის დელეგატმა, გორის ახალგაზრდული ცენტრიდან, მარიამ ბატონისაშვილმა, საბერძნეთის დელეგატმა, თელავის ახალგაზრდული ცენტრიდან, შალვა ბიჩელაშვილმა და აშშ-ს დელეგატმა, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრიდან, მარიამ რამიშვილმა მიიღეს. 
  • სამდივნომ ასევე, ასამბლეის ყველაზე პატარა მონაწილე ნომინაციაში „ყველაზე გაბედული" სლოვენიის დელეგატი, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრიდა, ანჟელიკა კარსლიანი დააჯილდოვა.  

საქართველოს გაეროს ასოციაცია, გაეროს მოდელირებას, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობითა და USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” მხარდაჭერით ახორციელებს. 
გაეროს მოდელირება, 1995 წლიდან საქართველოს გაეროს ასოციაციის მუდმივი პროგრამაა, რომელიც გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, ადაპტირებულია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვისა და სკოლის დამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.