სამენოვანი მედია პლატფორმა - CIvil.ge
სივილ საქართველო (Civil.ge) არის თბილისში დაფუძნებული უფასო ყოველდღიური ახალი ამბების ვებგვერდი, რომელიც მუშაობს სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული).
Საქართველოს გაეროს ასოციაციამ Civil.ge შექმნა საქართველოს გაყოფილი, პოლიტიკურად მიკერძოებული მედიის მიმართ არასანდოობის აღმოფხვრის მიზნით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის ბოლო 20 წელია უწყვეტად.
ონლაინ ჟურნალი 2001 წელს შექმნა და მალევე გახდა ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო მკითხველების უდავო ნდობით სარგებლობს .
2021 წელს, 1,750,000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით, მსოფლიოს ყველა წერტილიდან, Civil.ge მიმართავს პოლიტიკურ და აკადემიურ საზოგადოებას საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში, ევროკავშირსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ოფიციალურ პირებსა და თბილისში დაფუძნებული უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
Civil.ge-ს ამბებს ფართოდ იყენებენ ადგილობრივი და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, აღნიშნული ორგანიზაციები ეყრდნობიან Civil.ge-ს ახალ ამბებსა და არქივებს თავიანთ ანგარიშებსა და პუბლიკაციებში. ამასთანავე Civil.ge არის ინფორმაციის წყარო ბევრი ადგილობრივი მედიისთვის, რომელებიც მას ფაქტების შესამოწმებლადაც იყენებენ.